რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო, ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში

Read Time:27 Second

თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მომდევნო დღეებში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს და სამიტს შეაფასებს.

„ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ცალკე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს „აკუიის ატომურ ელექტროსადგურს“ რუსეთთან ერთად. ამათ განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ არაფერია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მგრძნობიარობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ილია მეორის დამსახურებაა, რომ ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება, დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო