შარლ მიშელი: ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს

Read Time:35 Second

ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჯო ბაიდენთან შეხვედრა და დიდი შვიდეულის ფორმატი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის დასაჩქარებლად მათ პარტნიორები სჭირდებათ.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ენერგოდამოუკიდებლობის თემა. ეს არის ფუნდამენტურად კრიტიკული საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დღეს არ შესულა, მაგრამ ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის. ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჯო ბაიდენთან შეხვედრა და დიდი შვიდეულის ფორმატი, რადგან გვჭირდება პარტნიორები ამ საკითხის დასაჩქარებლად. ჩვენ დღეს დავადასტურებთ მზაობას, რომ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ კომისიასთან. ამ პროცესს აქვს გავლენა ჩვენზე, ვგულისხმობ ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის ზრდას. ესეც უნდა მივიღოთ მხედველობაში“, – განაცხადა მიშელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს
Next post შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით