შალვა პაპუაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ქვეყნის პოზიცია და არის ცალკე 1 დეპუტატის სამწუხარო მიდგომა

Read Time:37 Second

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის პოზიცია და ეს არის ცალკე ერთი დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომა, რომელიც მას აქვს და რაც ნამდვილად არ ემსახურება მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლიეტუვის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პირად ომს აწარმოებს ივანიშვილთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ქართულ ხელისუფლებასთან და კარგია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა ეს განცხადება სათანადოდ შეაფასა.

მისი თქმით, ეს არ არის ლიეტუვის პოზიცია და ეს არის ცალკე ერთი დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომა, რომელიც მას აქვს და რაც ნამდვილად არ ემსახურება მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის. იმედი მაქვს, რომ ლიეტუვის სეიმიც გამოეხმაურება მისი წევრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფილიპ რიკერი: ილია მეორეს გადავეცი ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც აფასებენ საქართველოს რელიგიურ ტრადიციებს
Next post ლაშა ხუციშვილი: ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა