ფილიპ რიკერი: ილია მეორეს გადავეცი ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც აფასებენ საქართველოს რელიგიურ ტრადიციებს

Read Time:38 Second

საქართველოს კათოლიკოს-პატრიართქთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით.

მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: ლიეტუვის პრეზიდენტმა მოგვიწოდა, რომ პარლამენტში ყველამ ერთად კონსტრუქციულად ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყანას წინ უდგას
Next post შალვა პაპუაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ქვეყნის პოზიცია და არის ცალკე 1 დეპუტატის სამწუხარო მიდგომა