შალვა პაპუაშვილი – თითოეული მსხვერპლი შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ უნდა შევხედოთ, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა შეიძლება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გადაიხედოს, რისი დახვეწა შეიძლება საკანონმდებლო რეგულაციებთან მიმართებით.
მისივე თქმით, 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოში ფემიციდის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა თითოეული ასეთი შემთხვევა შემზარავია.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობასა და პრევენციაზე საუბრისას საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა საზოგადოების თვითშეგნებაზეც და ხაზი გაუსვა ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ბრძოლის მნიშვნელობას.
„მინდა, გამოვეხმაურო ქალთა მიმართ დანაშაულებს. ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე შემზარავი ფაქტი იყო, რაც იმსახურებს პარლამენტის ყურადღებას, განსაკუთრებით ეს შეეხება კანონმდებლობის აღსრულების საკითხებს. წლების განმავლობაში საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით, მათ შორის აღსრულების კუთხითაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, რომ ფემიციდის შემთხვევები სამჯერ ნაკლებია, თუ შევადარებთ მაგალითად, 2005 წელს, ხოლო ორჯერ ნაკლები 2012 წელთან შედარებით. 2016 წელთან შედარებითაც არის კლება, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველი ეს ფაქტი შემზარავია. ჩვენს ქვეყანას თუ შევადარებთ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენთან ამ კუთხით საშუალო მდგომარეობაა.
მნიშვნელოვანია, შევხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ ქვეყნების, რომლებმაც შეძლეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო – რა გამოცდილებაა და როგორ შეიძლება, ეს უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში. იცით, რომ პარლამენტში არის სამუშაო ჯგუფი, მათ შორის ფემიციდთან დაკავშირებით, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ამიტომ ალბათ ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა შევხედოთ, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა შეიძლება, თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია ამ კანონის აღსრულება და ცნობიერების ამაღლება. თითოეული ასეთი მსხვერპლი ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ბრძოლა, განსაკუთრებით ეს შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...