ვლადიმერ პუტინი – ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი

Read Time:44 Second

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ოპერატიული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი.

„კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე, მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები. კიევის რეჟიმი დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან. დღეს დილით, თავდაცვის სამინიტროს წინადადებებისა და რუსეთის გენშტაბის გეგმის საფუძველზე, მაღალი სიზუსტის შორი მანძილის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო-სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე. თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრდება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – თითოეული მსხვერპლი შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ უნდა შევხედოთ, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა შეიძლება
Next post ირაკლი ჩიქოვანი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვექნება ორმხრივი შეხვედრები, საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ გვაქვს