რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს

Read Time:23 Second

დილიდან იბომბება კიევი. აფეთქებების ხმა ისმის ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

უკრაინის დედაქალაქში სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი, დაშავებულია 24.

ამასთან, კიევის მეტროსადგურებში მოწყობილი თავშესაფრები ხალხითაა სავსე. ადილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სლავიანსკზეც. სარაკეტო იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი უბნები გახდა. ავიაიერიში განხორციელდა ლვოვზეც. მასიური თავდასხმების გამო, ქალაქში სკოლები დაიხურა და შეფერხებები იყო მობილურ ქსელებში. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის დაბომბვის შესახებაც.

პარალელურად, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა Twitter-ზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება
Next post შალვა პაპუაშვილი – თითოეული მსხვერპლი შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ უნდა შევხედოთ, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა შეიძლება