ორშაბათი, ივნისი 8, 2026

შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება

ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ​ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, „11 ივნისს საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის პირველი დიალოგი შედგება, რას ელოდებით?ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანვარში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულებაა, ჩატარდეს ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. როგორც ჩვენ ვთქვით, ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები.

სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს

ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა ის, საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არ მიიღოს.„ეს ვიზალიბერალიზაციასთან რა კავშირშია, ვერავინ ხსნის. მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება. არ ვიცი, რა წესია, რომ ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი სუვერენიტეტი უნდა შევიზღუდოთ და დავუშვათ, რომ აქ ბრიუსელმა ფარულად აფინანსოს პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როცა გეუბნებიან, შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს, გაასაჯაროოს დაფინანსებები, რათა გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა

სოფელ დიდგორთან ავარიას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 2 ცოლ-ქმარი და ერთი გოგონაა.როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები წერენ, ერთ-ერთი გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძეა.„ჩვენი სანდრო და ნათია აღარ გვყავს Alexander Chkheidze @ Natia Janadze. პანაშვიდი 8,9,10 ივნისი . მისამართი . დიდი დიღომი .მეოთხე მიკრორაიონი. მეთორმეტე კორპუსი . მეორე სადარბაზო. მეშვიდე სართული. გასვენება ხუთშაბათს 11 ივნისს დიდუბის ეკლესიიდან“-  წერს ახლობელი.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

2019 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.ჩინეთის პრეზიდენტს ფხენიანში საზეიმო ვითარებაში, წითელი ხალიჩითა და სამხედრო აღლუმით დახვდნენ. სი ძინპინს აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე, რი სოლ ჯუ დახვდნენ.„ეს ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც პეკინი ცდილობს, ხელახლა დაიბრუნოს გავლენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მაგრამ ღრმად არაპროგნოზირებად პარტნიორზე, რომელიც რუსეთს დაუახლოვდა“, – წერს „ბიბისი“.როგორც „ბიბისი“ წერს, სი ძინპინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დღის წესრიგში შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების, აშშ-თან ურთიერთობების, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები იყოს.ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი აპრილში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინმა პეკინთან კომუნიკაციის გაძლიერების სურვილი გამოთქვა.

პეტრე-პავლობის მარხვაში წასაკითხი ლოცვა

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში.ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინვინაიდან პეტრე – პავლობის მარხვის ბოლო დღეებია  დარჩენილი, მარხვაში კი განსაკუთრებული ძალა აქ ლოცვას, მარხვა არის ლოცვის და მოწყალების პერიოდი, ამიტომ ჯანმრთელობის, სავედრებელ, სამადლობელი.

სამველ კარაპეტიანი – ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ საქმე ცუდად მისდით

ხელისუფლება ვერ მიიღებს გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ მათი საქმე ცუდად მიდის, – ამის შესახებ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, სამველ კარაპეტიანმა განაცხადა.სამველ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩევნებში გამარჯვების შესახებ გაკეთებული „ნაადრევი“ განცხადებები გააკრიტიკა.მან მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კარაპეტიანის თქმით, საარჩევნი უბნების 30%-იდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ტრიუმფის გამოცხადება მანიპულაციაა.მისივე თქმით, პირველი მაჩვენებლები მხოლოდ სოფლების შედეგებს ასახავს, მაშინ, როცა ქალაქებში ხმების დათვლის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის შედეგებმა სწრაფად კლება დაიწყო.ამასთან, სამველ კარაპეტიანმა ყურადღება გაამახვილა დარღვევებზე, რომლებიც, მისი თქმით, დაფიქსირდა როგორც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ისე ბიულეტენების დამუშავებისას.„მსოფლიო ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ხმების დათვლა შეეჩერებინათ და ეთქვათ, შედეგებს დილით წარმოგიდგენთო. როდესაც დაინახეს, რომ მათი მაჩვენებლები სამარცხვინოდ და წუთიდან წუთამდე მცირდებოდა, უბრალოდ შეწყვიტეს დათვლა“, – განაცხადა „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.მისივე თქმით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სამხედრო მოსამსახურეები მიიყვანეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემის ორგანიზების მიზნით.კარაპეტიანის თქმით, ზუსტი და საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საზოგადოებას არჩევნების შედეგების რეალურ სურათს წარუდგენს.სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების თითქმის 99%, ანუ 1 453 780 ბიულეტენი. წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49,54% მიიღო. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23,21%-ით, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს ბლოკი „სომხეთი“ – 9,89%-ით.სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, 28 დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის ორი პარტია, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

ბოლო სიახლეები