ორშაბათი, ივნისი 8, 2026

პეტრე-პავლობის მარხვაში წასაკითხი ლოცვა

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში.

ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ

ვინაიდან პეტრე – პავლობის მარხვის ბოლო დღეებია  დარჩენილი, მარხვაში კი განსაკუთრებული ძალა აქ ლოცვას, მარხვა არის ლოცვის და მოწყალების პერიოდი, ამიტომ ჯანმრთელობის, სავედრებელ, სამადლობელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი: დღეს ჩვენი ძალა უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა-„ლომს კუდზე მხოლოდ სულელები აბიჯებენ“

,,2023 წლის აპრილში, ქაბულში მივლინების დროს, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თალიბანის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და ოფიციალურ წარმომადგენელთან საუბრისას, ერთი მნიშვნელოვანი აზრი გამოვთქვი, რომელიც დღემდე მახსოვს. მე მას ვუთხარი: „ირანის ისლამურ რესპუბლიკას გააჩნია მნიშვნელოვანი თავდაცვითი და შეკავების შესაძლებლობები და მალე თავადაც იხილავთ, რომ ამ რეალობას დიდი სახელმწიფოებიც კი აღიარებენ.“ მისი პასუხი მოკლე, მაგრამ საგულისხმო იყო: „ჩვენ ეს გზავნილი მივიღეთ.“ როგორც ჩანს, წუხანდელმა მოვლენებმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შეკავებისა და თავდაცვის ოპერაციის დაწყებამ აჩვენა, რომ ეს გზავნილი მხოლოდ იმ პერიოდითა და იმ საუბრით არ შემოფარგულა. დღეს ის კარგად გაიგო მრავალმა რეგიონულმა და საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის ისრაელმაც. დღევანდელ არასტაბილურ და მღელვარე მსოფლიოში, შეკავების ძალა მხოლოდ სამხედრო ინსტრუმენტი არ არის; ეს არის ენა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემას. ლომს კუდზე მხოლოდ სულელები აბიჯებენ!''-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს

შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს

ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა ის, საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არ მიიღოს.„ეს ვიზალიბერალიზაციასთან რა კავშირშია, ვერავინ ხსნის. მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება. არ ვიცი, რა წესია, რომ ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი სუვერენიტეტი უნდა შევიზღუდოთ და დავუშვათ, რომ აქ ბრიუსელმა ფარულად აფინანსოს პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როცა გეუბნებიან, შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს, გაასაჯაროოს დაფინანსებები, რათა გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა

სოფელ დიდგორთან ავარიას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 2 ცოლ-ქმარი და ერთი გოგონაა.როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები წერენ, ერთ-ერთი გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძეა.„ჩვენი სანდრო და ნათია აღარ გვყავს Alexander Chkheidze @ Natia Janadze. პანაშვიდი 8,9,10 ივნისი . მისამართი . დიდი დიღომი .მეოთხე მიკრორაიონი. მეთორმეტე კორპუსი . მეორე სადარბაზო. მეშვიდე სართული. გასვენება ხუთშაბათს 11 ივნისს დიდუბის ეკლესიიდან“-  წერს ახლობელი.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

2019 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.ჩინეთის პრეზიდენტს ფხენიანში საზეიმო ვითარებაში, წითელი ხალიჩითა და სამხედრო აღლუმით დახვდნენ. სი ძინპინს აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე, რი სოლ ჯუ დახვდნენ.„ეს ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც პეკინი ცდილობს, ხელახლა დაიბრუნოს გავლენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მაგრამ ღრმად არაპროგნოზირებად პარტნიორზე, რომელიც რუსეთს დაუახლოვდა“, – წერს „ბიბისი“.როგორც „ბიბისი“ წერს, სი ძინპინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დღის წესრიგში შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების, აშშ-თან ურთიერთობების, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები იყოს.ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი აპრილში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინმა პეკინთან კომუნიკაციის გაძლიერების სურვილი გამოთქვა.

შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება

ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ​ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, „11 ივნისს საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის პირველი დიალოგი შედგება, რას ელოდებით?ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანვარში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“.„წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულებაა, ჩატარდეს ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. როგორც ჩვენ ვთქვით, ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები.სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები