2019 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ჩინეთის პრეზიდენტს ფხენიანში საზეიმო ვითარებაში, წითელი ხალიჩითა და სამხედრო აღლუმით დახვდნენ. სი ძინპინს აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე, რი სოლ ჯუ დახვდნენ.
„ეს ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც პეკინი ცდილობს, ხელახლა დაიბრუნოს გავლენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მაგრამ ღრმად არაპროგნოზირებად პარტნიორზე, რომელიც რუსეთს დაუახლოვდა“, – წერს „ბიბისი“.
როგორც „ბიბისი“ წერს, სი ძინპინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დღის წესრიგში შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების, აშშ-თან ურთიერთობების, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები იყოს.
ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი აპრილში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინმა პეკინთან კომუნიკაციის გაძლიერების სურვილი გამოთქვა.

