შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, არის თავად დავით კეზერაშვილი, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს

Read Time:1 Minute, 21 Second

სინამდვილეში ერთადერთი, ვის ინტერესშიც არის ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის თავად დავით კეზერაშვილი. საგამოძიებო კომისიას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გამოძიებაში არსებული მასალები, საკითხები გამოიტანოს საჯაროდ. დიდი ალბათობით, სწორედ ამის მიმართ აქვს ინტერესი დავით კეზერაშვილს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ გამოყენებულია ფარად იმისთვის, რომ დააყენონ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.

„იცით ყველამ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველო და ჩვენი პროკურატურა არის ნაწილი ამ ჯგუფისა, მიდის ამ საკითხების ეტაპობრივი გაშიფვრა. არის საკითხები, რომელიც გამოძიებას აქვს. საქართველოს თანამშრომლობას ყველა აფასებს, აღიარებს. გახსოვთ, გერმანელი პროკურორები იყვნენ ჩამოსული, იყო ერთობლივი ბრიფინგი, როდესაც პირველად გაიხსნა ეს ქსელი. საქართველო არის ამ გამოძიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ვხედავთ, რომ ეს გამოძიება ძალიან ბევრ ადამიანს მისწვდა და ძალიან სკრუპულოზურად მუშაობს. აქ სახელმწიფოს ინტერესია, ეს საკითხი ბოლომდე იყოს გამოძიებული პროფესიონალურად.

მეორე მხრივ, ინტერესი ვისაც აქვს, რომ რაც შეიძლება წინსწრებით გახდეს ცნობილი, თუ რა არის შიგნით მასალებში, არის თავად დავით კეზერაშვილი. სახელმწიფოს ინტერესი, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი რა შეიძლება იყოს, რაც უფრო მეტი რაღაც გამომზევება, უფრო მეტად დავინახავთ იმას, რაც უკვე გავიგეთ მედიის მხრიდან, დავით კეზერაშვილის და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პირების მონაწილეობა ამ ქსელში. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩვენი ინტერესი იყოს ამის გამომზევება, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება წარიმართოს ბოლომდე პროფესიონალურად და თავის დროზე იქნას ყველაფერი გამომზეურებულიც, გამოძიებულიც და მტკიცებულებები შეგროვებული, ამიტომ გამოძიების ინტერესი არის ის, რომ დროზე ადრე რაღაც საკითხები არ გახმაურდეს და პირიქით – დავით კეზერაშვილის ინტერესია ამის დროზე ადრე გახმაურება და საინტერესო ხრიკი და სვლა არის, რომ ის იყენებს ამ პარტიას იმისთვის, რომ დააინიციროს საგამოძიებო კომისია. არ ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ლოგიკურად ასე ჩანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რათა შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
Next post კახა კალაძე: ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად იციან