კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რათა შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

Read Time:55 Second

დღეს ხალხს ხელისუფლება წარმოადგენს და კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ეს იქნება ჩვენი, ყველას დამსახურება, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ის მესიჯი, რაც გააჟღერეს, რომ ქვეყანა სტატუსს თუ მიიღებს ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაში იქნება, ხალხის დამსახურებაა – 2 თვის წინ ცუდი ხალხი იყო ქართველი ერი? ორი თვის წინ არტომ არ მისცეს სტატუსი? მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველანაირ ინფორმაციაზეა ხელმისაწვდომობა და ის წლები არ არის, როცა სააკაშვილის დროს კონკრეტული ორი მედიასაშუალება ფუნქციონირებდა და ყველას გვახსოვს ისიც, აქ როგორ შემოვარდნენ და ამ მხრივ რა ხდებოდა. ერთ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას და რეალობაზე ხელმისაწვდომობა უფრო ნაკლები იყო. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, უამრავი საშუალებაა ადამიანებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ყველა ვთანხმდებით, რომ მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თუ ამისთვის უნდა დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა, რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას, არ ვიცი…“, – აცხადებს კახა კალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ, თითქოს მე ვაკეთებ ანტიდასავლურ განცხადებებს. ეს კამპანია არის მიმართულად, იმისთვის რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში
Next post შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, არის თავად დავით კეზერაშვილი, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს