კახა კალაძე: ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად იციან

Read Time:27 Second

პირდაპირ ვიტყვი, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად იციან, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ამის ნათელი მაგალითია აპრილში ჩატარებული შუალედური და რიგგარეშე არჩევნები.

„მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ყველა ოლქში დამარცხდებოდნენ და ეს დამაზიანებელი იქნებოდა მათთვის. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში არ მონაწილეობენ. თუმცა, არჩევნებზე მისულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“. რა ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც 2024 წელი კარზეა მომდგარი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, არის თავად დავით კეზერაშვილი, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს
Next post კახა კალაძე: კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში