კახა კალაძე: კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში

Read Time:47 Second

ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ, თითქოს მე ვაკეთებ ანტიდასავლურ განცხადებებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, მისი სიტყვები, რომლებსაც ანტიდასავლურად წარმოაჩენენ, სინამდვილეში იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების ან უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე პასუხია, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

„მე დღეს რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურება. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამის გატარებას და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო. და ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში. ეს კამპანია არის მიმართულად, იმისთვის რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ხომ არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება „ქართული ოცნება“ არ მოსწონდეთ. იმ ადამიანებზე მუშაობდნენ, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკება, ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად იციან
Next post კახა კალაძე: დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა