კახა კალაძე: დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა

Read Time:1 Minute, 30 Second

მინდა, საზოგადოებას მივმართო, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მე ამის წარმოდგენის სურვილიც არ მაქვს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„შენ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება და ისე არ ფიქრობ, როგორც ისინი და იცი, რომ როგორც ისინი ფიქრობენ, ის ნაბიჯი რომ გადადგა დააზიანებ შენს ქვეყანას და ხალხს. როდესაც ქვეყნის ხელისუფალი ვარ და ვიცი, რომ ეს დამაზიანებელია, დამღუპველია, რატომ უნდა გადავდგა ის ნაბიჯი?! რატომ უნდა გავაუბედურო ჩემი ქვეყანა და ხალხი?! პირდაპირ ვთქვათ, რაზეა ახლა შემოტევა, რატომ არ შევუერთდით სანქციებს. დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდა ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ მაგალითად ქართული ღვინო, ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას?! ეს ხომ სისულელეა. ამით ხომ დავაზიანებთ ჩვენ გაჭირვებულ ხალხს, მათ ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს იმისთვის, რომ ოჯახში ლუკმა-პურის ფული შეიტანოს. რატომ უნდა ჩავუკეტოთ მათ ამის შესაძლებლობა?! ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! ან რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში?! ჩვენ რა, ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო ყოველთვის უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული სამხედრო ბიჭები გვყავს, მართლა გმირები არიან. რამდენი ომი გამოვიარეთ, რა გვინდა გავაუბედუროთ ეს ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ?! მინდა, საზოგადოებას მივმართო, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მე ამის წარმოდგენის სურვილიც არ მაქვს. ამიტომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა. ამიტომ ვარ არაევროპელი?! ამიტომ ვარ რუსეთუმე, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება?! მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ისე ვის უნდა? მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ?! უდებნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, რომ ამ ქვეყანაში გავიზარდე და ქართველი ვარ, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში
Next post კახა კალაძე: ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პირველ რიგში, ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ