შალვა პაპუაშვილი გოლეთიანის განცხადებაზე: 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების

Read Time:24 Second

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„ეს არის ყველას დღე და საჭიროა, რომ ეს დღე აღვნიშნოთ ყველამ ერთად. ამიტომ მოწოდებები, ვინმე სადმე მივიდეს – არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი იაგო ხვიჩიას: თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი
Next post მამუკა მდინარაძე – არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს