ნინო წილოსანი იაგო ხვიჩიას: თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი

Read Time:28 Second

„ბატონო იაგო, ყველაზე სავალალო ქალების მიმართ თქვენი აგდებული დამოკიდებულებაა – თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი, – ასე მიმართა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა იაგო ხვიჩიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები „გირჩის“ საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავდნენ.

ნინო წილოსანის განცხადებით, პარტიებს მოუწოდა, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქვეყნის პროგრესისთვის ეკისრებათ.

„გენდერული კვოტირების მიღების პროცესს ყველა საერთაშორისი პარტნიორი გულშემატკივრობდა. ეს ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა იყო, რაც ჩვენ განვახორციელეთ. თქვენ კანონში არსებული ხვრელებით მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, არ შეუერთდეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს
Next post შალვა პაპუაშვილი გოლეთიანის განცხადებაზე: 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების