მამუკა მდინარაძე – არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს

Read Time:46 Second

ჩვენთვის ამოსავალი წერტილია შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას. ჩვენ კონვენციის მუხლებს ვწერთ და ვუთითებთ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ შეეხოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის რაღაც მუხლები, რაც შეთანხმების მიუხედავად არ უნდა მოხდეს ამნისტიაში და ეს არის სწორი ნაბიჯი.

მდინარაძის განცხადებით, უფრო მეტი დაკონკრეტება შეთანხმების არსიდან აღარ გამომდინარეობს.

„ზედმიწევნით ვაპირებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტი და სულისკვეთება ავსახოთ. მგონი, რომ საკამათო არაფერია. იმისათვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა კარგი იყო, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევჯერდეთ. შეიძლება, განხილვა ორი დღით გადაიდოს და არა რამდენიმე კვირით, როგორც ამას ოპონენტები ითხოვენ. თუ შეხვედრას და საკითხის სხდომაზე გამოტანას დღეს ვერ მოვასწრებთ, ეს გაკეთდება ამ კვირის ბოლომდე. შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ამნისტიის კანონი ყველა ვარიანტში იყოს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობებს დავარღვევთ. არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, თუ ვინმე ცდილობს, რომ საამისო პირობები შექმნას, ჩვენ ამას არ ვცდილობთ. ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი გოლეთიანის განცხადებაზე: 26 მაისი არის ყველას დღე და არა ცალკეული ჯგუფებისა თუ ადამიანების
Next post ირაკლი ჩიქოვანი – ერთმანეთს შევეჯიბროთ შინაარსობრივად, ვის გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კვალიფიკაცია, ეს ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის წევრი