შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა

Read Time:54 Second

14-თვიანი ფიქრის შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას გეგმავს და აცხადებს, რომ მისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში ყოფნა „მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნაა“.

„მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებულები ვართ, გავითვალისწინოთ ეს რიალიები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება. მზად ვართ, შევეჭიდოთ ფრონტს. დედამიწაზე არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გამოცდილებითა და პრაქტიკით, პოლიტიკური ბოიკოტი არ შეიძლება მიჩნეული იყოს არასაპატიო რამის გაცდენად“, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

4 დეპუტატის – კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის მიზეზი კონსტიტუციური ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი, სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ხოშტარია და ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში სხდომებს ერთხელაც არ დასწრებიან. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი, მსჯელობის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება კახა კუჭავას, მან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების მიზნით თავად მიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ წელს, გაისად, როცა უნდა დატოვოს პარლამენტი, საერთოდ არაფერი მოხდება, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება
Next post კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტია