კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტია

Read Time:37 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტია, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს და შემდეგ მიაგდოს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტია, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს და შემდეგ მიაგდოს. არაერთი მაგალითი გვინახავს ამისა, იმ კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ბულინგი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმებოდა ან ეწინააღმდეგებოდა მათ წინადადებებს. როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, აბულინგებდნენ იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, ვინც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ პროექტი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა
Next post არჩილ თალაკვაძე – დღეს სააკაშვილის პატიმრობის თემა არ არის ნომერ პირველი საკითხი, საზოგადოებას არ აინტერესებს სერიალები, რომელსაც ოპოზიციური ტელევიზიები ყოველდღე გვაყურებინებენ