ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ წელს, გაისად, როცა უნდა დატოვოს პარლამენტი, საერთოდ არაფერი მოხდება, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება

Read Time:33 Second

წელს, გაისად, როცა უნდა დატოვონ პარლამენტი, ვერავითარ პრობლემას ვეღარ შექმნიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ვინც უნდა მოინდომოს პარლამენტის დატოვება, ამით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, საკუთარ თავს ჩამოშლიან.

„შარშან მოახერხეს ამის გაკეთება, ხელოვნური იყო, მაგრამ კრიზისად შეფასდა ვიღაცების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ ხელოვნურია, მაგრამ კრიზისია. დღეს პარლამენტი რამდენმაც უნდა დატოვოს, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება. ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ მკაფიო განცხადება, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან ჩვენი ქვეყანა აღარასოდეს აღარ გავა და ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში „ქართული ოცნება“ აღარასდროს აღარ შევა. სხვადასხვა ფაქტორის გამო, ვინც უნდა მოინდომოს პარლამენტის დატოვება, ამით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, საკუთარ თავს ჩამოშლიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: „ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ რომ ლელოს რომ ვერ დებენ უკვე ჩანს, რაც შეეხება გახარიას, მას კარგი არაფერი დაემართა
Next post შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა