თეა წულუკიანი: „ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ რომ ლელოს რომ ვერ დებენ უკვე ჩანს, რაც შეეხება გახარიას, მას კარგი არაფერი დაემართა

Read Time:32 Second

„ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ რომ ლელოს რომ ვერ დებენ, ეს ჩანს უკვე – არასერიოზული ძალაა, რომელიც ოპოზიციურ ძალად ვერ ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე პარტია „საქართველოსთვის“ მოღვაწეობაც შეაფასა.

„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს სევდიანი ისტორიაა, იმიტომ რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედსა და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ „ნაცებო, დაგასრულებთ“, რეალურად მისი პოლიტიკური ძალა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი, რომელიც სენაკში უკვე არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებსაც აღარ ერიდება და კვორუმის დათვლისას პრობლემებს აწყდება და ვერ ხვდება, რომ თუ 17 არის საჭირო, 16 არ უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა დასანანია. გახარიას კარგი არაფერი დაემართა“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს, რეალურად ის ფეხზე მობმული ტვირთია ოპოზიციისთვის
Next post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ წელს, გაისად, როცა უნდა დატოვოს პარლამენტი, საერთოდ არაფერი მოხდება, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება