თეა წულუკიანი: სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს, რეალურად ის ფეხზე მობმული ტვირთია ოპოზიციისთვის

Read Time:1 Minute, 6 Second

სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს და თუ ამის წინააღმდეგ ვინმე ხმას აღიმაღლებს, ხდება გარიყული. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე მე ვერ ვწუხვარ და არ მცალია რომ ვიდარდო, მაგრამ რეალურად ის არის ფეხზე მობმული ტვირთი ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილია ყველაზე დიდი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის.

„ჩვენ შარშან დავაფუძნეთ ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის ფესტივალი. პირველი შარშან ჩატარდა და წელს ამ ფესტივალს კვლავ გავმართავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია საპატიმროში მუშაობა და მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ ფესტივალში, რადგან ეს არის ის, რაც უნიჭოდ, მაგრამ მეტნაკლებად გამოსდის. ყოველ შემთხვევაში ეს არის დარგი, რომელშიც ის დღეს მოღვაწეობს ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არც მაინც და მაიც ხუმრობით. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ალბათ, ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ იმდენი საქმე გვაქვს, რომ მე მართლა ყოველდღე ამ სასამართლო პროცესს ვერ ვუსმენ. რასაც ვხედავ და რის საქმის კურსშიც ვარ, მგონია, რომ ის არის რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ ესმის ის ელემენტარული რეალობა, რაც ქვეყანაშია. ის ცდილობს, რომ იმ ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრისო და თუ ამის წინააღმდეგ ვინმე ხმას აღიმაღლებს, ხდება გარიყული. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე მე ვერ ვწუხვარ და არ მცალია რომ ვიდარდო, მაგრამ რეალურად ის არის ფეხზე მობმული ტვირთი ოპოზიციისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
Next post თეა წულუკიანი: „ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ რომ ლელოს რომ ვერ დებენ უკვე ჩანს, რაც შეეხება გახარიას, მას კარგი არაფერი დაემართა