ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება

Read Time:46 Second

ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება – 10%-იანი შანსია, კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის 10%-იანი შანსი არსებობს.

„ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი. გვქონდა დისკუსია კომისიის შექმნის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით და საბოლოო ჯამში, არ ჩაითვალა მიზანშეწონილად კომისიის შექმნა აბსურდთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

რა თქმა უნდა, გარკვეული პლუსი შეიძლება ჰქონოდა ამ კომისიის შექმნას იმ კუთხით, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება დადგინდებოდა ყველას მიერ, თუმცა მეორე მხარეა, რომ თავის თავად უკვე ასეთი კომისიის შექმნა რაღაც პოლიტიკური აქტია და არ ჩაითვალა ამ პოლიტიკური აქტის განხორციელება მიზანშეწონილად უმრავლესობის მხრიდან. აბსურდთან დაკავშირებით კომისიის შექმნა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად.

ერთი მსჯელობა, ალბათ, კიდევ შედგება. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა მანამდე, სამშაბათამდე, თუმცა რასაც ვუყურებ, ალბათ, რაღაც 10%-იანი შანსი არის, რომ ასეთ კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სენაკის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ და მასთან შეზრდილი გახარიას პარტიის არითმეტიკით, 16 არის 33-ის ნახევარზე მეტი
Next post თეა წულუკიანი: სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს, რეალურად ის ფეხზე მობმული ტვირთია ოპოზიციისთვის