შალვა ნათელაშვილი-შევარდნაძე მარტო იმიტომ უნდა ამოთხარო საფლავიდან, რომ 1984 წელს როკის გვირაბი გათხარა

Read Time:1 Minute, 0 Second

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები ხალხი ქართველები არიან გენეტიკით, ისტორიით, კულტურით. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ როკის გვირაბის აშენებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორი სტეპის ყაჩაღი ხალხი გააერთიანა საქართველოს ტერიტორიაზე.

„ბიბილოვის პირით პუტინმა განაცხადა, რომ „მე ვიერთებ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ანუ ცხინვალის რეგიონს“. ბიბილოვი თუ არ იქნებოდა იქ, იქნებოდა პუტლერი ან გაჯიევი და იმავეს ათქმევინებდნენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა პუტინს უნდა, რომ იმპერიის გაფართოებაში ჩაიწეროს ქულები უკრაინის გახლეჩვამდე და სრულ ოკუპაციამდე. ვინაიდან, იქ ხალხი ფსიქოლოგიურად ელოდებოდა ბლიცკრიგს უკრაინაში და ეს ვერ მიიღეს. დინოზავრს საკვები უნდა, სხვა შემთხვევაში იმპერიას მოშივდება. 10 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ე.წ. ცხინვალის რეგიონში. ამის შემდეგ ბიბილოვსაც აწყობს ამ მიმართულებით წავიდეს არჩევნებზე და ხმები მიიმატოს.

შევარდნაძე მარტო იმიტომ უნდა ამოთხარო საფლავიდან, რომ 1984 წელს როკის გვირაბი გათხარა და ორი სტეპის ყაჩაღი ხალხი გააერთიანა საქართველოს ტერიტორიაზე. ეგ გვირაბი რომ არ ყოფილიყო, ესენი ისხდებოდნენ მშვიდად. მიდიოდა მათი გაქართველება. არაფერი განსხვავება არ იყო ქართველებსა და ე.წ. სამხრეთ ოსებს შორის. როგორ შეიძლება დეკანოზოვი იყოს ოსი, დეკანოზიშვილია… ქართველებია ეს ხალხი, გენეტიკით, კულტურით, ისტორიით. ის გვირაბი რომ გათხარა შევარდნაძემ, იმ მაოხრებელმა გზირმა, აი, იმ გვირაბიდან შემოძვრა ყველა ეს უბედურება და ის გვირაბი არის ასაფეთქებელი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი ელჩის გაწვევაზე: გადაწყვეტილება ალბათ განპირობებულია იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი არიან
Next post იენს სტოლტენბერგი – ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად