იენს სტოლტენბერგი – ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად

Read Time:2 Minute, 9 Second

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების გარემო დრამატულად გაუარესდა, პრეზიდენტ პუტინის სასტიკი ინტერვენცია უკრაინაში შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მოულოდნელობა. ნატო-მ საჯაროდ გააზიარა სადაზვერვო ინფორმაცია და არაერთხელ გამოსცა გაფრთხილება, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენებრგმა 2021 წლის ყოველწლიური ანგარშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მზად იყო უარესისთვის, თუმცა ბევრს მუშაობდა უკეთესისთვის.

„ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართავად. თუმცა, მოსკოვი გამუდმებით გვეუბნებოდა უარს და საბოლოოდ გადაწყვეტა, გაეწყვიტა დიპლომატიური კავშირები. გასულ შემოდგომას ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩვენი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად, განვათავსეთ მეტი ძალები ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და გავაძლიერეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა. ეს ეფუძნებოდა ნატო-ს გრძელვადიან დახმარებას უკრაინის ძალებისადმი და ინსტიტუტებისადმი. წლების განმავლობაში ალიანსი წვრთნიდა ათობით ათას უკრაინელ სამხედროს, აწვდიდა მათ თანამედროვე აღჭურვლობას და მხარს უჭერდა რეფორმებს. უკრაინის ძალები უფრო დიდია, უფრო უკეთესად აღჭურვილი, უკეთესად გაწვრთნილი და უკეთესად მართული, ვიდრე ოდესმე. ისინი ამ ყველაფერს ფრონტის ხაზზე იყენებენ სიმამაცით, რომელმაც მთელი მსოფლიო შთააგონა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, უკრაინიდან რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება ხდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთისგან დამატებით შეტევას უნდა ელოდოს.

„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით. ჩვენი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ხდება რუსეთის დანაყოფები არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება. რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს, რასაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს ძირითადი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. მისივე თქმით, ნატო მტკიცედ და ერთიანად დგას.

„ბოლო წლებში ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, რაც თაობების განმავლობაში უპრეცედენტოა. განსაკუთრებული ფოკუსი აღმოსავლეთ ფლანგზე განხორციელდა. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ახალი სამხედრო გეგმები ჩვენი თავდაცვისა და შეკავებისთვის. ყველაფერმა ამან ნატო-ს მისცა საშუალება, მოეხდინა სწრაფი და მტკიცე რეაგირება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე. ჩვენ ინტერვენციიდან საათების განმავლობში თავდაცვითი გეგმა გავააქტიურეთ, მომდევნო დღეებში კი განვათავსეთ ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ათასობით სამხედრო ატლანტიკის ორივე მხრიდან, ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით. ამით გავაკეთეთ მკაფიო გზავნილი – ნატო მტკიცედ და ერთიანად დგას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელი ევროპულ მოკავშირე ქვეყნებსა და კანადაში თავდაცვითი ხარჯების ყოველწლიურად ზრდის მეშვიდე წელი იყო. მისი თქმით, გასულ კვირას ნატო-ს საგანგებო სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნატო-მ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა თავდაცვაში უფრო სწრაფი ჩადოს უფრო დიდი ინვესტიციები. მისი თქმით, მადრიდის სამიტზე ლიდერები შეათანხმებენ ნატო-ს სტრატეგიულ კონვენციას, რაც მომავალ ათწლეულში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი-შევარდნაძე მარტო იმიტომ უნდა ამოთხარო საფლავიდან, რომ 1984 წელს როკის გვირაბი გათხარა
Next post გოგა ჩანადირი: რა საქციელია ეს ზელენსკისგან?