გიორგი ვოლსკი ელჩის გაწვევაზე: გადაწყვეტილება ალბათ განპირობებულია იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი არიან

Read Time:55 Second

უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან „ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არც ისეთი გულუბრყვილო ვართ ჩვენი საზოგადოება, დავიჯეროთ, მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩი, რომ თურმე იარაღი ვერ მიიღო და სამხედრო მხარდაჭერა საქართველოსგან და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ვფიქრობდი, ვფიქრობ და ალბათ, მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, თვითონ ელჩის გაწვევის ამ დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს. არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელზეც სულ ახლახან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ და ასევე კონგრესმენებისგან შემდგარმა ჰელსინკის საბჭომ უპასუხა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, რომელიც მან გაუწია და უწევს უკრაინას ამ მძიმე დროს”,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირმა ინაშვილი-ჩემი აზრით, ზელენსკი უბრალოდ დასასჯელია
Next post შალვა ნათელაშვილი-შევარდნაძე მარტო იმიტომ უნდა ამოთხარო საფლავიდან, რომ 1984 წელს როკის გვირაბი გათხარა