შალვა ნათელაშვილი: შალვა ახალციხელის შემდეგ ვანო მერაბიშვილი რომ გყავთ კულტად, სირცხვილი არ არის მესხებო?!

Read Time:30 Second

შალვა ახალციხელის შემდეგ ვანო მერაბიშვილი რომ გყავთ კულტად, სირცხვილი არ არის მესხებო?! – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური ამბები” განაცხადა.

“სამცხე-ჯავახეთში ვანო მერაბიშვილის კულტია. სირცხვილი არ არის მესხებო?! შალვა ახალციხელის შემდეგ ვანო მერაბიშვილი რომ გყავთ კულტად. სამარცხვინო ვანო მერაბიშვილი. სირცხვილი არ არის, როგორ დავაპატარავდით და დავჩიავდით?!” – ამბობს ნათელაშვილი.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” არანაკლები ფულადი რესურსი აქვს, ვიდრე “ოცენებას”.

“ორივე ოლიგარქიული პარტიაა და ორივეგან ტრიალებს მილიარდები. დღეს აჯობეს “ქოცებმა”, მაგრამ ხვალ ჩაანაცვლებენ ამ ფულით “ნაცები”, – თქვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკოსისთვის ასევე მიუღებელია გახარიას პარტიაც და ამბობს, რომ ვინც მას ხმა მისცა მაკო გომურის თვალი არ გაახსენდა?!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ნამდვილად მოვისმინეთ შინაარსიანი მოხსენება
Next post გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა კულტურის მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება