ირაკლი ჩიქოვანი: დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ნამდვილად მოვისმინეთ შინაარსიანი მოხსენება

Read Time:1 Minute, 9 Second

„დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ნამდვილად მოვისმინეთ შინაარსიანი მოხსენება. მოხსენება, რომელიც საუბრობს არა მხოლოდ იმაზე რა შედეგია მიღწეული, არამედ უკეთებს იდენტიფიცირებას იმ პრობლემებს, რომელიც არის და რომელზეც კარგად ვიცით რომ გვჭირდება კონცენტრირება და ერთობლივი მუშაობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მა ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „მინისტრის საათის|“ ფორმატში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს უსმენდნენ.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა მინისტრის მიდგომებზე სფეროში არსებული პრობლემების შესწავლის, იდენტიფიცირების და შემდგომ მათი მოგვარების მიმართულებით. მისი თქმით, სწორედ ეს მიდგომა იყო მაგალითი იმისა, რომ მინისტრის გამოსვლის პირობებში არც ერთ დეპუტატს არ ჰქონია შენიშვნა და ოპონირება, რომელიც საქმესთან იყო დაკავშირებული.

„ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემა და ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკა, მართლაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა სპორტის სფეროს, ახალგაზრდებს, კულტურას და ნებისმიერ სხვა სფეროს, რომელიც სახელმწიფო გამგებლობას მიეკუთვნება მიაქციოს ის ყურადღება, რომელიც ახლავეა საჭირო, მაგრამ გვჭირდება სწორი მენეჯმენტი როგორც დროის, ასევე რესურსების და ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ძალიან კარგია ის მიდგომა, რომელიც ქალბატონ თეას გააჩნია. მიდგომა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ საკითხს სჭირდება შინაარსიანი შესწავლა, პრობლემას რეალური იდენტიფიცირება. უნდა გავუსწოროთ თვალი პრობლემას და დავგეგმოთ მისი გამოსწორების გზაც. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თქვენი გამოსვლის პირობებში არც ერთ ოპოზიციონერს და არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია შენიშვნა და არც ოპონირება, რომელიც საქმესთან იყო დაკავშირებული. თუ ასეთი გამოჩნდებოდა, თქვენი მხრიდან წინადადება და მოწოდება ერთად გადაგვეწყვიტა პრობლემა არის მისასალმებელი და მისაბაძი, რადგან ეს ეხებოდა როგორც უმრავლესობის ასე ოპოზიციის წარმომადგენლებს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი სალომე სამადაშვილს: თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტროში მუშაობა სწორედ რუსეთთან საქმის მოგებით არის მნიშვნელოვანი თითოეული ქართველისთვის
Next post შალვა ნათელაშვილი: შალვა ახალციხელის შემდეგ ვანო მერაბიშვილი რომ გყავთ კულტად, სირცხვილი არ არის მესხებო?!