გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა კულტურის მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება

Read Time:47 Second

ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ საზოგადოებას, ვინც გვიყურებს, შეიძლება შთაბეჭდილება შეექმნას, რომ შენ თუ ნაკლოვანზე საუბრობ ან კრიტიკულს ამბობ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, წარსულის შეცდომა იქნება თუ დღევანდელი, ამას მოსდევს ისეთი პასუხები, რომ ჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და არ იმუშაო, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პლენარულ სხდომაზე, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

„თეა წულუკიანი საუბრობს, რომ იქ მორბენალს სარბენი ბილიკი არ აქვს, ეს არის უშველებელი ჩამონათვალი იმ მძიმე მემკვიდრეობის, რაც მივიღეთ. კულტურის მინისტრმა სია, რომ წარმოადგინოს, რა გაკეთდა, რა გადარჩა და რა გადარჩება, რა პროგრამა და მიმართულებებია, კულტურაში და სპორტში, ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ ეს ადამიანი, თავის საქებრად არ მოსულა, საქმეზე სალაპარაკოდ მოვიდა და აქ ისეთი დამოკიდებულება დახვდა, რომელიც სამწუხაროდ ვიხილეთ. ამათ უნდათ თვითონ ილაპარაკონ, თითი აქნიონ, მოსული ხარ და თავი დაუხარო. ძალიან რთულია, ამ პირობებში თავი გაართვა იმ ამოცანებს, რომელსაც შენ სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესები გთხოვს. დიდი მადლობა მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება“, – აცხადებს ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი: შალვა ახალციხელის შემდეგ ვანო მერაბიშვილი რომ გყავთ კულტად, სირცხვილი არ არის მესხებო?!
Next post ორჯერადად აცრილების რიცხვი ორ მილიონს უახლოვდება – ეკატერინე ტიკარაძე