ორჯერადად აცრილების რიცხვი ორ მილიონს უახლოვდება – ეკატერინე ტიკარაძე

Read Time:34 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში, ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რიცხვი 2 მილიონს აღწევს.

ორჯერადად აცრილების რიცხვი, უკვე მილიონს გადაცდა. 1 900 992-ია ზუსტად ორჯერადად ვაქცინირებული.

ჩვენ ვითვლით პოპულაციის აცრას და ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გვესმის. როგორ გამოიყურება ეს სტატისტიკურად, ალბათ მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს აცრილი მოსახლეობის 40%, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სრული პოპულაციის 40%-ს. ხოლო, ის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს 21 იანვარს ჰქონდა დადებული, რომ პოპულაციის 60% აიცრას, ამ სამიზნე მაჩვენებელთან ჩვენ მხოლოდ 1% გვაშორებს. შესაბამისად, საქართველოში, დათქმული 60%-დან, სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე 59% არის. ეს კი ძალიან დიდ იმედს იძლევა იმისას, რომ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს უახლოეს მომავალში მივაღწევთ,”- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა კულტურის მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება
Next post მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი – ეკატერინე ტიკარაძე