მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი – ეკატერინე ტიკარაძე

Read Time:35 Second

რატომ აძლევს ქვეყანა უვადო კოვიდ პასპორტს ნებისმიერ ადამიანს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროების მიხედვით, გარკვეული რეგულაციები შეიცვლება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებითვე, თავად “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ემხრობა:

“ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.

ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორჯერადად აცრილების რიცხვი ორ მილიონს უახლოვდება – ეკატერინე ტიკარაძე
Next post გიული ალასანია – ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება