შალვა ნათელაშვილი რესტორნების პროტესტზე: სულიც ამოხდომიათ

Read Time:36 Second

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ მივიდნენ აქციაზე, სადაც მათ „კუთხეში ატუზვას“ დაავალებენ. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი,რომლებიც გამოაცხადებენ რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ იმართებიან მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა,რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო.

მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ.სულიც ამოხდომიათ.თუ ვერ გაიგეს,რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არა ქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო“, – აცხადებს ნათელაშვილი.

თბილისში, რესტორნებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები შეზღუდვების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

უფრო დეტალურად, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია
Next post მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაფიცულ კვების ობიექტებს სოლიდარობას უცხადებს