მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაფიცულ კვების ობიექტებს სოლიდარობას უცხადებს

Read Time:32 Second

დღეს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას სოლიდარობა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” გამოუცხადა.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ აქციას გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

„სოლიდარობას ვუცხადებთ დღეს გაფიცულ 200-ზე მეტ კვების ობიექტს, ბიზნესს, რომელიც არაადეკვატური, ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია, მოსახლეობის ვაქცინაციის, ქვეყნის სწრაფად გახსნის და ბიზნესის ამუშავების კონკრეტული გეგმა. „ლელომ“ ჯერ კიდევ თვეების წინ შეიმუშავა ანტიკრიზისული პროგრამა; ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ მისი განხორციელებისთვის და ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და დახმარება” – წერს მამუკა ხაზარაძე.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი რესტორნების პროტესტზე: სულიც ამოხდომიათ
Next post არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია – კარი ჯერ კიდევ ღიაა