არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია – კარი ჯერ კიდევ ღიაა

Read Time:48 Second

„ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია – კარი ჯერ კიდევ ღიაა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე სამი თვე გავიდა, ჩატარდა მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი და ყველას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. თუ ეს შეძლო ორმა პარტიამ, სხვა პარტიებსაც შეუძლიათ იგივე.

„როცა „გირჩი“ ითხოვს კიდევ გვაცალეთ და დაგველოდეთ, მეორეს მხრივ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ერთი თვეა გვამუნათებს და ატყუებს საზოგადოებას, რომ პარლამენტი კანონს არღვევს და ჩვენი განცხადებები სასწრაფოდ განიხილონო. კანონის და ვადების სრული დაცვით, ამ საკითხის განხილვა 2 ტებერვალს შედგება, საკითხი არ გადაიდება და ჩვენ გადაწყვეტილებას დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაზეც მმართველი გუნდის პასუხი იყო, რომ ერთად შეგვემოწმებინა მათი პრეტენზიები.

„შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გადავთვალოთ შედეგები, დავადაროთ პარალელური დათვლის შედეგებს. რომელიმე შეთავაზებაზე იყო დადებითი პასუხი?! ეს ნიშნავს, რომ ბრალდებაც იყო უსაფუძვლო და მოგონილი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა გაეღვივებინათ საზოგადოებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაფიცულ კვების ობიექტებს სოლიდარობას უცხადებს
Next post არჩილ თალაკვაძე: არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან – თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს