თენგიზ ცერცვაძე: ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია

Read Time:58 Second

ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად.

„გილოცავთ! დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას, სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად. დიდი მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე.

მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა.

ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების სამინისტრო: სტუდენტთა 1/3-ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი
Next post შალვა ნათელაშვილი რესტორნების პროტესტზე: სულიც ამოხდომიათ