,,შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

Read Time:35 Second

ქართულმა ფრენჩაიზმა, ,,შავმა ლომმა,” ავჭალის სტადიონზე გამართულ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში, ისრაელის ,,თელ ავივ ჰითი” 29:17 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

,,შავმა ლომმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ანგარიში ლუკა მატკავას მიერ შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა. პირველ ტაიმში ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქეს 3 ლელო დაუდო.

,,შავმა ლომმა” ჯერ საჯარიმო ლელო გაიტანა, მოგვიანებით კი თავი დემურ თაფლაძემ და ლაშა ხმალაძემ გამოიჩინეს. გუნდმა სანაცვლოდ მეტოქისგან მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა და პირველი ტაიმი 22:3 მოიგო.

მეორე ტაიმიც ლუკა მატკავას ლელოთი გაიხსნა და ქართული ფრენჩაიზი 29:3 დაწინაურდა, რის შემდეგაც გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა შეამცირა. ,,თელ ავივ ჰითმა” გაიბრძოლა, 2 ლელოც გაიტანა, თუმცა მეტი ვეღარაფერი მოახერხა და შედეგად, ,,შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილი: ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს
Next post “წადი, მოშორდი ამ პარტიას”-“ნაცმოძრაობის” აქტივისტი ნიკა მელიას სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდა