ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

Read Time:34 Second

მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გაიზიარა ის, რომ ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული და იმსჯელა იმაზე, რომ არსებობს მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რის გამოც გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. ხაზგასასმელია ისიც, რომ თვითონ მუხლი, რისთვისაც ბრალი ედებათ გაუპატიურების ნაწილში, ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც ნიშნავს იმას, რომ განაჩენის დადგომის დღიდან ეს ადამიანები გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, მთელს ცხოვრებას გაატარებენ ციხეში. პროკურატურა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ორივე ბრალდებულმა სრულად აგოს პასუხი კანონის წინაშე და მთელი სიმკაცრით დაისაჯონ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა „ქრონიკასთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმებებზე იმსჯელა
Next post ნინო ლაცაბიძე ოპოზიციაზე: რუსთავის პრობლემებს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ. თუმცა, ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, რა რესურსით უნდა გავაორმაგოთ ბიუჯეტი