“ქვეყანა მისით ამაყობს!” – მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედლის მოპოვება მიულოცა

Read Time:26 Second

საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალური ქსელის საშუალებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა მხეიძის წარმატებას გამოეხმაურა.

ლუკა მხეიძე საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრია, რომელიც -60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 25 წლის სპორტსმენმა დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კორეელი ჯინ ვონ კიმი დაამარცხა.

“ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებით შედგება. ლუკა მხეიძე საქართველოში დაიბადა, 2015 წელს კი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. მან სულ ახლახანს საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს!”, – აცხადებს მაკრონი.

მხეიძე ფინალში გასვლასთანაც ახლოს იყო, ის ნახევარფინალში ჩინური ტაიპეის ნაკრების წევრ ვეი იუნგ იანგთან დამარცხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის კანდიდატურებს პარლამენტი მესამედ უყრის კენჭს
Next post ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა