ხვალ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის კანდიდატურებს პარლამენტი მესამედ უყრის კენჭს

Read Time:1 Minute, 9 Second

ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყრიან კენჭს.

იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა ორჯერ მოხერხდა, კანონმდებლობის თანახმად, მომდევნო კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა.

თუ დეპუტატებმა თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ შეძლეს, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

რადგან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხერხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების პირველი კენჭისყრა რიგგარეშე სესიის 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა, მეორე – 22 ივლისის სხდომაზე.

მეორე კენჭისყრის დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი იყო.

22 ივლისის სხდომაზე, ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გია ცაცაშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო მეორე კანდიდატმა, ლელა ტალიურმა 18 ხმა მიიღო, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, 2-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატმა, მაია ზარიძემ 77 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 10-ის წინააღმდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა
Next post “ქვეყანა მისით ამაყობს!” – მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედლის მოპოვება მიულოცა