სამშაბათი, მაისი 12, 2026

ქეთევან ციხელაშვილი – მნიშვნელოვანი ამოცანაა, სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი მექანიზმები, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, რათა დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები გარდაცვალებიდან 40 დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ტატუნაშვილის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ სახელმწიფო გააკეთოს ყველაფერი, რათა ამოქმედდეს მექნიზმები, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

“ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამოქმედდეს მექანიზმები, რომ მსგავსი უბედურება, ტრაგედია, რომელიც არ არის საუბედუროდ პირველი მიმდინარე ოკუპაციის დროს, აღარ განმეორდეს. მოხდეს პრევენცია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის. ახლახანს გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იყო მთავარი თემა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, თუ რა მძიმე მოცემულობასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს და ჩვენი პოზიცია ახლაც და მომავალშიც იქნება შეურიგებელი. ასევე ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, რომ ამოქმედდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები, რაც მათ შორის კონფლიქტის მოგვარებამდეც იქნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ეფექტური მექანიზმი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს – თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია გარეგინ II-ის წერილში.ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

🎥რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

2026 წლის 11 მაისი - ეს არის ისტორიული დღე, როცა საქართველომ 142-ე პატრიარქი აირჩია. ის შიო მესამეა.გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სამ კანდიდატს შორის, 22 ხმით პატრიარქად მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე გამოარჩიეს.მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც პატრიარქს ქალი ეამბორა მხარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.როგორც გაირკვა ეს ქალი - ლელა მუჯირია. პატრიარქის და, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. 

სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სვეტიცხოველში იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს.

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ბოლო სიახლეები