„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს

Read Time:33 Second

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს.

„გვსურს წინასწარ გაცნობოთ, 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს.

ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშრისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, ქართული ხალხის სწრაფვას ამ მიმართულებით საფრთხე არ შეექმნას,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ამერიკულ და გერმანულ საარჩევნო მოდელებს შორის დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის, რომელი გაიმარჯვებს, არვიცი
Next post რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა