კახა კალაძე – ამერიკულ და გერმანულ საარჩევნო მოდელებს შორის დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის, რომელი გაიმარჯვებს, არვიცი

Read Time:54 Second

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღეს არ არსებობს.

„რაც შეეხება ამერიკულ მოდელს, დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ამერიკულ და გერმანულ მოდელებს შორის. რომელი გაიმარჯვებს, არვიცი. კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღესდღეობით არ არსებობს. ორივე დემოკრატიულია, როგორც გემანული, ასევე შერეული სისტემა“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, აჩვენენონ, თითქოს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, რაც ასე არ არის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. ნაწილი მაჟორიტარული, ნაწილი პროპორციული. ასევ, სრულად მაჟორიტარული სისტემა, დემოკრატიულია, როგორც სრულად პროპორციული ან გერმანული მოდელი“ ,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთასხვადასხვაობაა.

„გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემაზე, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს მიღებული ცვლილებები, რომლებიც ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ მიღებულ გადაწყვეტილებას. მათი [მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერი დეპუტატების] მოსაზრება იყო და ხაზს უსვამდნენ, რომ ჩატარდეს პლებისციტი, შევეკითხოთ მოსახლეობას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა. რავიცი, ესეც შეიძლება, განხილული იყოს 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს ან 2021 წლის არჩევნების დროს. შეიძლება, დაესვას კითხვა მოსახლეობას“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ტასის“ ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში გავრილოვთან დაკავშირებით მომხდარი „პროვოკაციის გამო“ მოსკოვში ბოდიში მოიხადა
Next post „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს