“ქართული ოცნება” 52% – ენმ-19% – “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ Survation შუალედური კვლევა გამოაქვეყნა

Read Time:46 Second

“რუსთავი 2-ის” დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” 52%
“ენმ” 19%
“ევროპული საქართველო” 8%
“პატრიოტთა ალიანსი” 5%
“ლელო” 5%
“ახალი საქართველო” 4%
სხვა 7 %

კომპანია “Survation-ი” ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph – ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანია საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებსაც გაგაცნობთ.

https://rustavi2.ge/ka/news/172689?fbclid=IwAR1JUK_J1fRKt7HkYqc_KpX6bQ1W7mfMscKszUyPUyxGqALh99hhmLKRN5M

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფინანსთა სამინისტრო პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
Next post ტელეგრაფი – ფონდი „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, დააფინანსონ ასეთი ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი, ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს, ის ასევე გზამკვლევია დიდი ბრიტანეთისთვის