ფინანსთა სამინისტრო პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

Read Time:42 Second

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ასევე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეღავათი შეეხება 24 000-ზე მეტ მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს.

2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული.

„განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების თარიღის გადავადების დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს
Next post “ქართული ოცნება” 52% – ენმ-19% – “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ Survation შუალედური კვლევა გამოაქვეყნა