,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდა.

Read Time:35 Second
,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდა.
“ძალიან გულწრფელი და ემოციური გამოვიდა შეხვედრა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებთან.
აუცილებელია რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ახალგაზრდები უფრო ახლოს იცნობდნენ და უზიარებდნენ საკუთარ ხედვებს ერთმანეთს, ჩვენი რეგიონის სწორი განვითარებისთვის.
შეხვედრის ფორმალური ნაწილი მთლიანად სამომავლო გეგმებს, ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის განვლილ გზასა და ახალგაზრდების როლს ეხებოდა, როგორც ძლიერი ქვეყნის შენების ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს.
ერთად ვიმსჯელეთ რეგიონის განვითარების ხედვაზე, პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ და დავსახეთ ამ პრობლემების მოგვარების გზებიც.
მიხარია და მეამაყება ჩემი რეგიონის ახალგაზრდობა, რომელთაც აქვთ
მნიშვნელოვანი გეგმები ჩვენი რეგიონის სწორი განვითარებისთვის.
სწორედ ამიტომ, ვპირდები ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს, ვიქნები მათი ერთგული გულშემატკივარი და ინტერესების სათანადო დამცველი საქართველოს პარლამენტში.”-განაცხადა გოჩა ენუქიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე ჭყვიშისა და ჭრებალოს თემების მოსახლეობას შეხვდა
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ და რის ეშინია სააკაშვილსა და მის კლასტერს?