სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ და რის ეშინია სააკაშვილსა და მის კლასტერს?

 ძალიან სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს სააკაშვილის და მისი უპირველესი მებაირახტრე-პროპაგანდისტის ნიკა გვარამიას ნებისმიერი განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების , მათ შორის დავით გარეჯის შესახებ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი. ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია, ეს საყოველთაოდ ცნობილია.
,,ვინ და სააკაშვილი როგორ იღებს ხმას საქართველოს ტერიტორიებისა და მიწების შესახებ? ეს ის სააკაშვილი არაა, ხონჩით რომ მიართვა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს? ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების დასრულებამდე რამის მტკიცებას, მაგრამ ფაქტია რომ პროკურატურის განცხადებამ თავგზა აუბნია სააკაშვილ-გვარამიას და სასწრაფოდ ალიბის ძებნა დაიწყეს, როგორც ჩვეულებრივმა დამნაშავეებმა ჩვეულებრივი მეთოდით პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. საინტერესოა, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის არც შევარდნაძეზე გადაბრალება დაავიწყდათ, და თურმე ივანიშვილისთვის ვიღაცის მიერ ჩამოტანილი რუქები-ისე მოფიქრება არ გინდა? თუმცა მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან მსგავსი ტუტუცობები არ უნდა გაგვიკვირდეს. ერთი რამ კი ცხადზე ცხადია, სააკაშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია, მით უფრო ფულისთვის საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში იციან, სამშობლოს გაყიდვა და მისი უდიერად მოხსენიებაც არავის უკვირს დიდი ხანია-სამაჩაბლოს მიწებსა და სოფლებს ქვა-ღორღი რომ უწოდა გახსოვთ ალბათ, ახლა რა მიწებს ვერ გასცემდა ? თუ არ გასცემდა ? თუ გაუჭირდებოდა თუ არ იკადრებდა“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა.პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.კენჭისყრამდე, დახურულ ფორმატში, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გეკა გელაძეს მოუსმინეს.პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუსფე მელქისედეკი.სინოდის სხდომა დასრულებულია.

პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია

წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი დაასახელა. ხმათა უმრავლესობით, კანდიდატებად დასახელდნენ:სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) (საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე)მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

ირაკლი კობახიძე – ძალიან მძიმეა, როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, მისი განცხადება არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ...

ევროკავშირის ელჩი როცა პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია.„ბატონი ჰერჩინსკი ასევე ემუქრებოდა ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რეალურად, ამას ნიშნავდა ბატონი ჰერჩინსკის მაშინდელი მოწოდება. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაში დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება. მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში. არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეული ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა რეალურად. არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება და სწორედ ამის გამო, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა მისგან განმარტებები. ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იყო ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება რეაგირების გზებს გამოიყენებდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ავლაბრის რეზიდენციაში 27 აპრილს შეხვდა.შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.საქართველოს საგარეო უწყებაში შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

ირაკლი კობახიძე – კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე

კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამ მდგომარეობას კრიტიკაც კი არ სჭირდება.„კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე. ამას კრიტიკაც კი არ სჭირდება, უბრალოდ, კომიკურია ეს მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები