ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს დაუბრუნდება წაიკითხეთ სრულად

Read Time:44 Second

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ მუშაობა დაიწყეს ერთობლივ პროექტზე – „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980 წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისათვის მათი წარდგენა ეროვნული არქივის კინოთეატრში. ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე მიმდინარეობს. მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახის აღდგენას ემსახურება. პროექტის მიზანია ქართული ანიმაციის დაცვისათვის მისი მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნა და დიდ ეკრანზე ჩვენებით პოპულარიზაციის გაზრდა. პროექტის პირველ ეტაპზე სპეციალისტები მუშაობენ შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „თერძი ბესო“, „საზამთრო“ და „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვ. მულტიპლიკაციური ფილმების პირველი ჩვენება მომდევნო თვეში ეროვნული არქივის კინოთეატრში მოეწყობა. ინფორმაციის ამის სესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
Next post პარლამენტთან მომხდარი ინციდენტისას, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა