ქართველი მედიკოსების მიერ თვენახევრის წინ მიგნებულ პრეპარატზე ტრამპმა რეკომენდაცია გუშინ გასცა

Read Time:35 Second

ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპმა, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, სწრაფი მოქმედებები, ის გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად, მისი გამოყენება გახადოს ლეგიტიმური, ანუ ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა მაქარაშვილი გიორგი გახარიას-ალბათ იმ დღეს წყევლი, როცა ბატონმა ჯერ ახალგაზრდების დაბრმავება დაგავალა, მერე ბრძანების გაცემა დაგაბრალა და ბოლოს პრემიერად დაგნიშნა
Next post ამირან გამყრელიძე – მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას