ამირან გამყრელიძე – მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები ქვეყანაში ჯერ არ გვაქვს. როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა, 44-ივე დადასტურებული შემთხვევა არის იმპორტირებული ან იმპორტირებულის კონტაქტი.
„ანუ ჯერ ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები ქვეყანაში არ გვაქვს. თუმცა, როგორც ატყობთ, ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს მატება 2-3-4 შემთხევით, თუ ეს ტემპი შევინარჩუნეთ კიდევ, ვთქვათ, ერთი კვირის განმავლობაში და მეტი სისწრაფით არ იქნა მატება, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ სიტუაცია ამ თვალსაზრისით კონტროლს ექვემდებარება. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სწრაფი და ფართომასშტაბიანი გავრცელება ავიცილოთ თავიდან. ამის ერთადერთი ხერხი ასე ვთქვათ, და ერთადერთი მეთოდი გახლავთ სწორედ სოციალური დისტანცირების რაც შეიძლება მკაცრად დაცვა. ანუ კიდევ ერთხელ მოწოდება მოსახლეობისთვის, ის, რაც მთავრობამ დაადგინა, რომ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მკაცრდება ღონისძიებები, დროებით ჩერდება მუშაობა ბევრი ორგანიზაციის, თანდათან ადამიანები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფების, სახლში რჩებიან. ვიცავთ სწორედ კარანტინს, ვიცავთ სწორედ თვითიზოლაციას, ნაკლებად ვმოძრაობთ, არ ვიკრიბებით დიდი რაოდენობით, აღარ ვიხდით დროებით დიდ ქორწილებსა და დიდ დაბადების დღეებს. ყველა ეს დიდი შეკრება შეიძლება, გახდეს წყარო ინფექციის გავრცელები“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობა მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს დაიცავს, იქნება მაღალი ალბათობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელება.
„თუ ჩვენ ყველა იმ წესს დავიცავთ და იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად ახმოვანებს და ყოველდღიურად აძლიერებს, ასე ვთქვათ სოციალური დისტანცირების ღონისძიებებს, მაშინ ჩვენ გვექნება მაღალი ალბათობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი გავრცელება დაავადების“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...